კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ნათელა ოღრაპიშვილი- სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხაშმის  საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:

პირველი შეხვედრა      -      07.06.2018 წელი
მეორე შეხვედრა           -       08.06.2018 წელი
მესამე შეხვედრა           -       09.06.2018 წელი
სამუშაო შეხვედრაზე განხილული საკითხები:

I. შეხვედრა: სტანდარტული ტიპის გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის გაცნობა. გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა ესგ მისაღწევ შედეგებთან.
II. შეხვედრა:  გაკვეთილის კომპონენტების განხილვა და გაკვეთილის გეგმის სხვადასხვა ფორმების გაცნობა.
III. შეხვედრა:   გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები და რეფლექსია.

პირველი სამუშაო შეხვედრა: - სტანდარტული ტიპის გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის გაცნობა. გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა ესგ მისაღწევ შედეგებთან.

რამდენად აქტუალური იყო შერჩეული თემები?
რა იყო მნიშვნელოვანი და ახალი?


  პირველი შეხვედრის საკითხი იყო მეტად აქტუალური. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ვიცოდეთ „...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ესგ -ისა და სასკოლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.“  შეხვედრაზე საუბარი იყო სასწავლო პროცესის დაგეგმვის შესახებ, როგორ უზრუნველვყოთ  სწორად და კარგად დაგეგმილი სასწავლო პროცესი, როგორ მოვახდინოთ ამ პროცესის ორგანიზება და მისი   ეფექტურობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საუბარი, თუ რა მიზანს ემსახურება ეს პროცესი  და აღინიშნა, რომ ის ხელს უწყობს როგორც მასწავლებლის პროფესიულ ზრდას, ასევე სასწავლო პროცესის უფრო დახვეწას და  მის გამრავალფეროვნებას. კიდევ ერთხელ დავფიქრდი გაკვეთილის დაგეგმვის აუცილებლობაზე. მივიღე რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ რა  უნდა გავითვალისწინო  მოქნილი, მოსწავლეთა ინტერესებზე, საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, მათს წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებული გაკვეთილის დასაგეგმად.  ყურადღება გამახვილდა სასწავლო გეგმების სხვადასხვა ტიპზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის, რომ მოვისმინე მინი ლექცია გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის შესახებ, შემდეგ დისკუსიის დროს შევადარეთ გაკვეთილის სამფაზიან მოდელი და ჩვეულებრივ ტრადიციულ გაკვეთილს.  კარგად გავიაზრე გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის  ეტაპები/ფაზები:
გამოწვევის ანუ გაკვეთილის საწყისი ფაზა;
სიღრმისეული წვდომის ფაზა;
რეფლექსიისა და შეჯამების ფაზა;
დავახასიათეთ თოთოეული ფაზა, აღვნიშნეთ ამ ფაზების შესაბამისი მიზნები გაკვეთილის მსვლელობისას, რომელი სტრატეგიების გამოყენებაა რეკომენდირებული თითოეულ ფაზაზე. მთავარია, რომ  ეს სამივე ფაზა გათვალისწინებული და ასახული უნდა იყოს გაკვეთილის გეგმაში შესაბამისი  აქტივობებისა და მეთოდების სახით.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოსწავლესა და მის შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვისას სწავლისადმი კონსტრუქციული მიდგომის გააზრება და დანერგვა სასწავლო პროცესში, რომ ასეთი მიდგომა ორიენტირებულია არა მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ მოსწავლის ცოდნის კონსტრუირებაზე, რის შედეგადაც მოსწავლეებს უვითარდებათ სხვადასხვა სააზროვნო უნარები: ანალიტიკური, შემოქმედებითი, კრიტიკული ლოგიკური აზროვნება, ხოლო ახალი იყო ის, რომ როგორია  ამ მიმართულებით სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლების აზრები და დამოკიდებულებები , მათი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე, ის, რომ გაკვეთილის სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ესგ-დან და გათვალისწინებული  უნდა იყოს მოსწავლის შესაძლებლობები, საჭიროებები და ინტერესები. ყურადღება გავამახვილეთ ესგ–ის სტანდარტების მიხედვით შერჩეულ  ზმნებზე, რომლებსაც შემდეგ გამოვიყენებთ მიზნის ფორმულირებისას
   კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე, რომ დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინო ისეთი აქტივობები, რომლებიც სწორედ რომ დასახული მიზნების მიღწევაში დამეხმარება. ამავე დროს რამდენი ასეთი აქტივობაა საკმარისი მიზნის მისაღწევად და როგორი თანმიმდევრობით.
 შეიქმნა თანამშრომლობის გარემო კოლეგები გავერთიანდით მცირე ჯგუფებში გაკვეთილის გეგმის შედგენის მიზნით, სამუშაო შეხვედრაზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

 მეორე სამუშაო შეხვედრა: - გაკვეთილის კომპონენტების განხილვა და გაკვეთილის გეგმის სხვადასხვა ფორმების გაცნობა.

რამდენად აქტუალური იყო შერჩეული თემები?
რა იყო მნიშვნელოვანი და ახალი?


მეორე სამუშაო შეხვედრაზე, პირველი შეხვედრიდან გამომდინარე წარმოვადგინეთ გაკვეთილის გეგმები, განვიხილეთ ეს გეგმები, წარვადგინეთ ინდივიდუალურად მთელი ჯგუფის წინაშე, ვიმსჯელეთ მივაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს? რა გამოგვივიდა კარგად, რას შევცვლიდით? შევცვალეთ თუ არა გეგმის რომელიმე ნაწილი სამუშაო პროცესში, როგორ და რატომ?
აღნიშნული თემა აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ სრულყოფილი გეგმა სასწავლო პროცესის წარმატების პირობაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა  სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას , რაც ემსახურება მათი აკადემიური დონის ამაღლებას.
მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ ვისაუბრეთ რა კომპონენტებისაგან შედგება გაკვეთილის გეგმა, მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკიდან და გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით. ახალი იყო ის, რომ სამუშაო შეხვედრაზე ვიყავით სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთი საჭიროებანი და პრობლემები გვაერთიანებს, ინტერესი და მოთხოვნები საერთო გვაქვს, და არ არის ის დამოკიდებული სკოლის მდებარეობაზე, ტრადიციებზე და მასწავლებლებზე და სკოლის დირექციაზე. კოლეგებთან შეჯერებული აზრებიდან გამომდინარე გავაცნობიერე რა არის საჭირო გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის, გავეცანი ესგ სტანდარტების მიხედვით შედგენილ გაკვეთილის გეგმის სხვადასხვა ფორმას.
    ეს თემა ძალზედ აქტუალურიც აღმოჩნდა ჩემთვის, რამეთუ კიდევ უფრო ღრმად და საფუძვლიანად გავიაზრე და გავიცნობიერე, რომ გაკვეთილის გეგმის შედგენისას მისი ძირითადი კომპონენტების გათვალისწინება ჩემი პროფესიული საქმიანობის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი  საფუძველია, თანაც  გაკვეთილის გეგმა  მოქნილი და შემოქმედებითია.


მესამე სამუშაო  შეხვედრა:  გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმები და რეფლექსია.

რამდენად აქტუალური იყო შერჩეული თემები?
რა იყო მნიშვნელოვანი და ახალი?

მესამე სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებსა და რეფლექსიაზე. ეს თემები აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ  მასწავლებლის შეფასება ხორციელდება: ა) გაკვეთილის შეფასების სქემით მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისა და ბ) მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე.
 ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო იმით, რომ  ყურადღება გავამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლის მიხედვითაც შეფასდება ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილი, რა ცვლილებებია ამ ეტაპზე ამ მიმართულებებით განათლების სიტემაში, რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკა შეიცვალოს, გაიზარდოს სწავლა-სწავლების ხარისხის, რაც აუცილებლად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ეს კი ჩემი წარმატების საწინდარია.


შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობამ რა შემატა თქვენს გამოცდილებას?

 სამუშაო შეხვედრამ მომცა სტიმული, აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით დამეგეგმა და ჩამეტარებინა გაკვეთილები. მიუხედავად ჩემი პედაგოგიური გამოცდილებისა, სამუშაო შეხვედრის შედეგად კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდი და განვავითარე მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებული ადრე შეძენილი ცოდნა.


როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?


სამუშაო შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, გაკვეთილს დავგეგმავ და ჩავატარებ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით. მოვახდენ შეძენილი თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ინტეგრირებას სასწავლო პროცესში მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.


შენიშვნა:  რეფლექსიის ფორმას ვურთავ შეხვედრის დროს შემუშავებული გაკვეთილის გეგმას, შეფასების რუბრიკებს.



გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:    ნათელა ოღრაპიშვილი, პ/ნ 01013023349
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/მეცხრე კლასი/
მოსწავლეთა რაოდენობა:  12 მოსწავლე , სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა: დაყვანილი კვადრატული განტოლების ამოხსნა ვიეტის თეორემის გამოყენებით
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდართი : მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების აღსაწერად და გამოსაკვლევად.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ზოგადი სახის კვადრატული განტოლებიდან მიიღოს დაყვანილი კვადრატული განტოლება,  აღმოაჩინოს დაყვანილი კვადრატული განტოლების ფესვების ჯამისა  და ნამრავლის თვისებები.  მოახდენოს ამონახსნების ინტერპრეტაცია ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
(წთ)
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი


აქტივობა N1.
სასწავლო მიზნისა და შესაბამისი მოლოდინის განსაზღვრა. წინარე ცოდნის გააქტიურება. საშინაო დავალების შემოწმება , ანალიზი. ვაცნობ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას რის მიხედვითაც ისინი შეფასდებიან გაკვეთილის ბოლოს. 
გამოწვევის ფაზა

მთელ კლასთან სოციალური ინტერაქციის გამოყენებით ვახდენ ანალიზს  საშინაო დავალებაში  წარმოდგენილ არასრული და ზოგადი სახის კვადრატულ განტოლებათა  ამოსხნის მაგალითებს , მოსწავლის მიერ შეჩეული საჭირო მეთოდის გამოყენებით.  „ცერები/მაღალი/დაბალი“ ან „შუქნიშანი“-ს გამოყენებით ვადგენ ინფორმაციას იმ მოსწავლეების შესახებ, რომელთაც აქვთ შესრულებული დავალება ანალოგიურად ან ეთანხმება მოსწავლის მიერ წარმოდგენილ ამოხსნის მეთოდს. (რა თქმა უნდა, ვამოწმებ მათი დადასტურების სისწორეს) განვიხილავთ  ალტერნატიულ ამოხსნებსაც. შესაბამისად ვაგროვებ ინფორმაციას მოსწავლეთა წინარე ცოდნის გაგების, გააზრების და ათვისების დონის შესახებ.
ყურადღებას ვაქცევ იმ მოსწავლეს, რომელსაც გაუჭირდა დავალების შესრულება, ვიყენებ „ხარაჩოს“ მეთოდს, უშუალოდ ჩემი ან წარმატებული მოსწავლის აქტიური ჩართულობით და ვეხმარებით მას.
საშინაო დავალების შემოწმების პროცესში თანდათან იკვეთება ერთნაირი მზაობის , უნარისა და შესაძლებლობების მოსწავლეები და საბოლოოდ ვახდენ დიფერენცირებას მათი შედეგების გათვალისწინებით.



·    სოციალური ინტერაქცია;



·  საერთო საკლასო;
·  ინდივიდუალური;


·  სახელმძღვანელო;
·  ტესტები;
·  შეფასების რუბრიკები;



10წთ


მოსწავლე ხსნის  სხვადასხვა სახის კვადრატულ განტოლებებს შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.



აქტივობა N2.
სასწავლო ვიდეოს ჩვენება - თემა : კვადრატული განტოლების სახეები და მათი ამონახსნების პოვნა შესაბამისი მეთოდებით

სიღრმისეული წდომის ფაზა

მოსწავლეებს ვთავაზობ ვიდეოს , https://www.youtube.com/watch?v=yt8EXpipmL8
რომელშიც მოცემულია კვადრატული განტოლების ამოხსნა ვიეტის ფორმულებით. ვიდეოს ყურებისას მოსწავლეები აცნობიერებენ კვ. განტოლების ტიპებს და მისი ამოხსნის სხვადსასხვა მეთოდებს.  რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოთ მათ გაკვეთილზე შეძენილმა ცოდნამ.
მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი იზრდება და ძლიერდება.





ვიდეო მასალაზე მსჯელობა;



·  საერთო საკლასო;




·  კომპიუტერი;
·  ინტერნეტი;



8 წთ
მოსწავლე აცნობიერებს ვიდეო მასალაში წარმოდგენილ კვ. განტოლების ფესვების დამოკიდებულებას განტოლებაში მეორე კოეფიციენტსა და თავისუფალ წევრს შორის.
აქტივობა N3.
ამოცანათა ამოხსნა, ახალი ცოდნის კონსტრუირება, წინარე ცოდნაზე გათვალისწინებით.
(კლასისათვის ცნობილია ჯგუფური მუშაობის პრინციპები. წინააღმდეგ შემთხვევაში შევახსენებ)
კლასს ვყოფ 3 ჰეტეროგენულ ჯგუფად. ამ ჯგუფებს ეძლევათ სხვადასხვა ამოცანა . ევალებათ  ზოგადი სახის  და დაყვანილი კვადრატული განტოლებების ამოხსნა დისკრიმინანტის გამოყენებით და ფესვების შედარება. უნდა დაადგინონ , რა კავშირშია ამონახსნების ჯამი და ნამრავლი   განტოლებაში უცნობის  მეორე კოეფიციენტთან და თავისუფალ წევრთან.   ჩამოაყალიბონ დანახული კანონზომიერება, რომელიც ვიეტის თორემითაა ცნობილი. მოსწავლეები წარადგენენ პრეზენტაციას და აყალიბებენ  შესაბამის დასკვნებს.
შედეგებს მთელ კლასთან  ინტერაქციით განვიხილავთ. ამ პროცესში  იკვეთება მოსწავლეთა მიღწევები,  ძლიერი და სუსტი მხარეები, ვინ მიაღწია მიზანს, ვის სჭირდება დახმარება და ა. შ. (ყველაფერ ამას გავითვალისწინებ შემდგომი გაკვეთილის დაგეგმვისას). ვაძლევ თითოეულ  მოსწავლეებს შესაბამის კონსტრუქციულ უკუკავშირს.


·      სოციალური  ინტერაქცია;
ჯგუფური მუშაობა;
სახელმძღვანელო
ფლიფჩარტი, მარკერები.
15 წთ
მოსწავლეები ხსნიან შეთავაზებულ კვადრატულ განტოლებებს და ადგენენ ფესვების კავშირს განტოლებაში უცნობის მეორე კოეფიციენტსა და თავისუფალ წევრს შორის. აყალიბებენ შესაბამის დასკვნებს.
კერძოდ, ვიეტის თეორემას: დაყვანილ კვ. განტოლებაში ფესვების ჯამი უდრის მეორე კოეფიციენტს შებრუნებული ნიშნით და ფესვების ნამრავლი თავისუფალ წევრს თავისივე ნიშნით.




აქტივობა N4:

არსებული და ახლად შეძენილი ცოდნის გამთლიანება.

რეფლექსია-შეჯამების ფაზა


მოსწავლეები მსჯელობენ და აანალიზებენ თუ როგორ დაეუფლნენ ყველა ტიპის კვ.განტოლების ამოხსნას. აყალიბებენ , რა კრიტერიუმებით შეარჩიონ სხვადასხვა ტიპის კვ. განტოლებების ამოხსნის რაციონალური მეთოდები. 





· მეთოდი 3, 2, 1;
· დისკუსია;





·   ინდივიდუალური;
·  მთელ კლასთან მუშაობა;





· ფლიფჩარტი;





7 წთ





ტექსტური ამოცანების ამოხსნისას ან/და რეალური ვითარების მოდელირებისას კვადრატული განტოლების შედგენისა და ამოხსნის უნარების განმტკიცება
აქტივობა N5:
მოსწავლეთა თვითშეფასება და შეფასება  შეფასების სქემის მიხედვით;
საშინაო დავალების მიცემა.
მოსწავლეებთან ერთად  ვახდენ მოსწავლეთა შეფასებას მათი მიღწევის დონის  შესაბამისად წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემაში წარმოდგენილი თითოეული კრიტერიუმის  მიხედვით.

კონსტრუქციული უკუკავშირი;
·   ინდივიდუალური;

·  გასასვლელი ბარათი
·  შეფასების სქემა
5წთ
მოსწავლე ადგენს   ცოდნის  დონის შესაბამისობას  წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
(რომელ შედეგზე /ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
მათ.IX.6         მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულებების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
                     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø   მოცემული ფუნქციისათვის, რომელიც აღწერს რეალურ ვითარებას, პოულიბს ფუნქციის მნიშვნელობას, ნულებს, მაქსიმუმს/მინიმუმს, ზრდადობა/კლებადობისა და ნიშნმუდმივობის შუალედებს და ახდენს მათ ინტერპრეტაციას ამ ვითარების კონტექსტში.
შეფასების ტიპები და მეთოდები: გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ შეფასებას  კონსტრუქციული უკუკავშირით, ასევე განმსაზღვრელ  შეფასებას, წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის გამოყენებით. მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენ  როგორც საშინაო დავალების კომპონენტში ასევე საკლასო დავალების კომპონენტში.
თვითშეფასება:                                                                                                                                                                                                                            (შეფასების და თვითშეფასების კრიტერიუმები და/ან რუბრიკები თან ერთვის გეგმას)
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
0-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
მოსწავლეს შეუძლია კვადრატული განტოლებების ტიპის დადგენა და შესაბამისი მეთოდით ამოხსნა
მოსწავლე ვერ ახერხებს  კვ. განტოლების ტიპის დადგენას.
მოსწავლე   მითითებით და დახმარებით  ახერხებს  კვ. განტოლების ტიპის დადგენას , მაგრამ უჭირს ფესვების პოვნა.   
მოსწავლე   პრობლემის გადაჭრისას განტოლებათა ამოხსნის დროს უშვებს შეცდომებს;
მოსწავლეს შეუძლია  განტოლებათა ტიპის დადგენა, სწორად არჩევს ამოხსნის მეთოდს და ხსნის უშეცდომოდ.
დისკუსიაში მონაწილეობა
არ მონაწილეობს დისკუსიაში და ვერ ახერხებს საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბებას.
გამოთქვამს მოსაზრებებს, მაგრამ ვერ ასაბუთებს მათ.
აქტიურად გამოთქვამს მოსაზრებებს,მაგრამ კარგად ვერ ფლობს მათემატიკურ ენას.
ყოველთვის მონაწილეობს დისკუსიაში, მკაფიოდ ასაბუთებს თავის აზრს, ფლობს ტერმინოლოგიას.
ჯგუფში მუშაობა
არ აქტიურობს და ვერ ამყარებს კონტაქტს ჯგუფის წევრებტან.
ანგარიშს არ უწევს ჯგუფის წევრებს და ასრულებს სამუშაოს სასურველ ნაწილს.
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან და ასრულებს მითითებებს.
ყოველთვის აქტიურია. კარგად ერთვება და ხელმძღვანელობს ჯგუფის ორგანიზებულ მუშაობას.





გასასვლელი ბარათი

სახელი , გვარი       ------------------------------------------

  1. მე გაკვეთილზე ვისწავლე     ახალი        --------------------------------------------------------------------------------------------

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

  1. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო    --------------------------------------------------------------------------------------------

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


  1. გაკვეთილის პროცესში ჩემთვის რთული და ბუნდოვანი აღმოჩნდა    ------------------------------------------------------------

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

     -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





No comments:

Post a Comment