სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის პედაგოგის
ნათელა ოღრაპიშვილის სასწავლო რესურსი მათემატიკაში.
სასწავლო რესურსის სახელწოდება: ,,ოთხკუთხედები და სამკუთხედები“
რესურსი შექმნილია VIII კლასის შემაჯამებელი სამუშაოსათვის და შეეხება ოთხკუთხედებისა და სამკუთხედის ელემენტებს, მათ ფართობებს. მოწმდება თემის
ათვისების ხარისხი.
რესურსის მიზანი: ცოდნის განმტკიცება, გააქტიურება, სხვადასხვა ტიპის ოთხკუთხედებსა და სამკუთხედების შესახებ ნასწავლი თემის გახსენება, გააზრება, გამოყენება, ანალიზის და სინთეზის განვითარება.
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია:
ატვირთულია ოცი პრაქტიკული სამუშაო. დავალებები აგებულია მარტივიდან რთულისაკენ. თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი და არასწორი პასუხების შემთხვევაში კეთდება კომენტარი: ,,სწორია,, ,,არასწორია,,. ახლავს შესრულების ინსტრუქციაც. დავალების შესრულების დროს მოსწავლე აგროვებს ქულებს და იგებს სწორად ამოხსნილ და არასწორად ამოხსნილ დავალებათა რაოდენობას, აკეთებს თვითშეფასებას წინასწარ მიცემული შეფასების სქემის შესაბამისად.
რეფლექსია:
სასწავლო ელექტრონული რესურსი გამოვიყენე სასწავლო პროცესში და შემდგომშიც ბევრჯერ მომიწევს ამ რესურსის გამოყენება. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები დიდი ხალისით კითხულობდნენ ეკრანზე დადებულ მასალებს, მსჯელოდნენ იქ არსებულ საკითხებზე, აკეთებდნენ არგუმენტირებულ დასკვნებს . მათ ასაკში ფორმალურ ოპერაციული აზროვნების განვითარებასთან ერთად, მოსწავლეთა შესაძლებლობები უმჯობესდება, უადვილდებათ აბსტრაქტული მათემატიკური ამოცანების ამოხსნა.
ხდება ცოდნის გააზრება და გაანალიზება.
რესურსი არის შესაბამისი ესგ-ით გათვალისწინებულ მიზნებთან მიმართებაში
გეომეტრია და სივრცის აღქმა :
მათ.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიულ ფიგურათა თვისებების გამოყენება კლასიფიცირებისათვის. ამოცნობა, მათი სახეობის შედარება და კლასიფიცირება.
მათ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურებისა და მისი ელემენტების ზომების
მოძებნა.
მათ. VIII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომერტიული დებულებების
მართებულობის დასაბუთება.
რიცხვები და მოქმედებები:
მათ. VIII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება და შედეგების შეფასება.
ამ რესურსის გამოყენებით შევძელი: ადვილად გასააზრებელი ამოცანებით დამეინტერესებინა მოსწავლეები. ისინი ენთუზიაზმით ჩაებნენ ამოცანების ამოხსნაში. რესურსი შეიცავს ამოცანებს, რომლებიც ააქტიურებენ შეძენილ ცოდნას კონკრეტულ მასალაზე. მოსწავლე ასრულებს დავალებას, რომელსაც ბოლოში ახლავს პასუხები კომენტარით - სწორად გაართვა თუ არა თავი დავალებას, რამდენი ამოხსნა სწორად, რამდენი არასწორად.
ფაქტობრივი ცოდნის გააქტიურების, გაგების დონის განვითარების შემდეგ მოცემული ამოცანები ავითარებენ მოსწავლეთა კრიტიკულ აზროვნებას, ისინი ერთმანეთთან აკავშირებენ ელემენტებს და მიდიან სწორ პასუხამდე, იყენებენ ანალიზს და სინთეზს.
ეს რესურსი გამოდგება უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებთანაც, მაგ. მე-9 კლასში სამკუთხედებზე ცოდნის გახსენებასა და გააქტიურებაში.
რესურსი მრავჯერადია, სანდოა. გამოვიყენე გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილის სახელმძღვანელო და ინტერნეტ სივრცის მონაცემები. პრობლემები არ შემხვედრია, დავხვეწე მოსწავლეებთან დაკვირვების მერე და შეცვლილი სახით ავტვირთე. ინტერესი მოსწავლეების მხრიდან რესურსის მიმართ გაძლიერდა, მათ მოითხოვეს ყველა თემას ჰქონდეს ასეთი რესურსი. აღნიშნეს,
რომ ასე მეტად სახალისოა და უფრო ვხვდებით რა გვიჭირსო.
შესაბამისი მითითებების, უკუკავშირების ხარჯზე მოხდა მათი ცოდნის გამთლიანება.
ნათელა ოღრაპიშვილი
25.05. 2018წ.
ელექტრონული სასწავლო რესურსი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ნათელა ოღრაპიშვილი, პირადი N01013023349, 2018 წ
ელექტრონული რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია
ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის სათაურია
„კვადრატული ფუნქციის თვისებები".
აღნიშნული რესურსი შექმნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის, კერძოდ, მე-9 კლასელთათვის,
აგრეთვე, მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. მოსწავლემ კითხვებზე
პასუხების გაცემით არსებული ფაზლის ქვეშ ვიდეო უნდა გახსნას, რომელიც არსებული საკითხის
ცოდნის გაღრმაბევას ემსახურება.
რატომ გადავწყვიტე ამ ელექტრონული რესურსის
გაკეთება?
ჩემი აზრით, ასეთი
ფორმით მასალის მიწოდება ბევრად უფრო სახალისო და საინტერესოა. ამასთან, უწყობს ხელს
საგაკვეთილო პროცსში მოსწავლეთა ჩართულობას. მრავალფეროვანს ხდის სასწავლო პროცესს
და ეხმარება აღნიშნული მასალის უკეთ გააზრებაში,
პრაქტიკულ გამოყენებაში.
ელექტრონულ რესურსში კონკრეტული ინსტრუქცია დევს შემდეგი სახით:
„შევისწავლოთ კვადრატული ფუნქციის თვისებები:
დააკვირდით ფაზლს.
მოცემული ფაზლი შედგება ექვსი კითხვის პასუხისაგან. აირჩიეთ კითხვა. იგი მოინიშნება. თითოეულ კითხვას აქვს რამდენიმე სწორი პასუხი. ყველა
უნდა შეარჩიოთ. ამ დროს ფაზლი ამოტრიალდება და გამოჩნდება მის ქვეშ მოთავსებული სურათის
ნაწილი. არასწორი პასუხის შემთხვევაში გეძლევათ შანსი, სცადოთ ახლიდან. ამის შემდეგ
ვირჩევთ მეორე კითხვას და ვაგრძელებთ პასუხების მოძებნას. სწორი პასუხების დასრულების
შემდეგ, თქვენ შეძლებთ ფაზლის უკან მოთავსებული
ვიდეოს ნახვას, რომელიც კიდევ ერთხელ გაგიმტკიცებთ ცოდნას კვადრატული ფუნქცის შესახებ.“
რესურსი შექმნილია ეროვნული სასწავლო
გეგმის მიზნებთან შესაბამისობაში.
მიმართულება: კანონზომიერება და ალგებრა
სტანდარტი გულისხმიბს:
მათ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება
სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად და გამოსაკვლევად.
რესურსის მიზანი: „კვადრატული ფუნქციის თვისებების“
შესახებ ცოდნის გააქტიურება და განმტკიცება.
მოსწავლე შეძლებს მოცემული კვადრატული
ფუნქციების კლასიფიცირებას, მათი ამონახსნების შეფასებას, ზრდადობა-კლებადობის შუალედების
დადგენას და გამოყენებას სხვა სიდიდეებს შორის
დამოკიდებულებების დასადგენად.
აღნიშნული სასწავლო
რესურსი შექმნილია მოსწავლეთა ასაკბრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, კერძოდ,
მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის, ესგ სტანდარტთან შესაბამისობაში.
ამ რესურსის გამოყენებით
შევძელი მოსწავლეთა დაინტერესება და ხალისით ჩართვა გაკვეთილზე. ყველა მოსწავლე ღებულობდა
მონაწილეობას ამოცანების ამოხსნაში, მოხდა ცოდნის გააქტიურება და განვლილი მასალის
გამეორება - შეჯამება. ამას ხელი შეუწყო აგრეთვე, იმ ვიდეოს ჩვენებამ, რომელიც ფაზლის
„უკან“ იმალებოდა.
შედეგად, მოსწავლეებმა
შეაფასეს აღნიშნული რესურსის სიკეთე. სურვილი გამოთქვეს, ყოველი თემის შემდეგ ასეთი
სახით მოხდეს განვლილი მასალის შეაჯამება.
გამეორების მიზნით
მრავალჯერადად შეიძლება ასეთი რესურსების გამოყენება სხვა კლასებშიც. ამ ფორმატს თავისუფლად
შეიძლება მოვარგოთ სწავლების სამივე საფეხურზე, როგორც მათემატიკის თემატიკა, ასევე
სხვა საგნების თემები.
რესურსის შესაქმნელად
გამოვიყენე სახელმძღვანელო - ვეფხვაძე, გოგიშვილი და სხვა და ინტერნეტ სივრცეში
ატვირთული მასალები და LearningApps.org
(Web. 2.0 მცირე), პლატფორმა.
ნათელა ოღრაპიშვილი
3. 12.2018წ.
ელექტრონული სასწავლო რესურსი
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
ნათელა ოღრაპიშვილი, პირადი N01013023349, 2019 წ.
https://learningapps.org/display?v=pkz0538g519
რესურსის სათაურია „მოცულობის შინაარსი და თვისებები“, შექმნილია საწყისი საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის, აგრეთვე მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. რესურსი წარმოადგენს ვიქტორინას, რომელიც შედგება 10 კითხვისა და სამი პასუხისაგან, სადაც მხოლოდ ერთია სწორი პასუხი. იგი ემსახურება არსებული ცოდნის გამეორებას, განმტკიცებასა და გაღრმავებას.
დაწყებითი საფეხურის მისიაა: საგანთა თანმიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლეთა გონებრივი, ფიზიკური ემოციურ და სოციალური განვითარების ხელშეწყობა.
რესურსის გამოყენების შესაბამისობა სასწავლო მიზნებთან გულისხმობს შემდეგს:
ვასწავლოთ და განვუმტკიცოთ მოსწავლეებს :
„მოცულობის“ შინაარსი და თვისებები, განუვითაროთ მართკუთხა პარალელეპიპედისა და კუბის მოცულობის გამოსათვლელი ფორმულების გამოყენების უნარები, მოცულობის საზომი ერთეულების გამოყენება და მათ შორის კავშირი, თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ხასიათის ამოცანების ამოხსნისას, გავუღვივოთ შემეცნებითი ინტერესი, ლოგიკური აზროვნებისა და მათემატიკური მეტყველები უნარი, პრაქტიკული ამოცანების გამოყენებით დავანახოთ მათემატიკის კავშირი ცხოვრებასთან.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი სრულ თანხმობაშია ესგ- ის მიზნებთან.
მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება. მათ. VI. 4. მოსწავლემ შეძლოს გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და მათ თვისებებს შორის მიმართულებების გამოყენებით პრობლემის გადაჭრა მათ.VI. 6. მოსწავლემ შეძლოს ამოცანის შესაბამისი ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამარტივება.
მათ. VI.7 .მოსწავლემ შეძლოს სივრცული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა (ესგ, გვ.70 ).
მოსალოდნელი შედეგები ამ თემის შესწავლისა და განმტკიცების შემდეგ
შედეგი თვალსაჩინოა:
თუ მოსწავლე იყენებს ათწილადებზე გამრავლებას ზომის (სიგრძე, ფართობი, წონა, მოცულობა, ტევადობა)მცირე ერთეულის დიდ ერთეულთან თანაფარდობის გამოსახვისთვის; ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძის, ფართობის და მოცულობის შესაბამის ერთეულებს მოსწავლემ უნდა შეძლოს მოცემული ზომების მიხედვით მართკუთხა პარალელეოიპედისა და კუბის მოცულობათა გამოთვლა .
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
რამ განაპირობა რესურსის შექმნა ?
ცნობილია, რომ გაკვეთილზე მოსწავლეთათვის თვალსაჩინოების გამოყენება ხელს უწყობს მისი ცნობიერების ამაღლებას, საკითხის შესწავლასა და გამეორებას უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის. ისინი უფრო აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და შეჯიბრობითობის პრინციპით ცდილობენ ამოცანების ამოხსნას. რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას, ლოგიკური აზროვნების განვითარებას, შედეგების გაანალიზების უნარების გამომუშავებას. ამ რესურსის გამოყენება შეიძლება როგორც წყვილებში, ასევე ჯგუფური მუშაობის დროს, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობითი სწავლების უნარების გამომუშავებასაც. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი სრულ შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებთან. საწავლო რესურსი განკუთვნილია დაწყებთი საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლეთათვის, თუმცა, შეუძლიათ უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებმაც გამოიყენონ გამეორების მიზნით. რესურსში მოცემული ამოცანები მოზარდებს ეხმარება ცოდნის პრაქტიკაში რეალიზაციისთვის. მოცულობის ერთეულებს შორის კავშირის დადგენა/დამახსოვრებასა კი ცოდნის განმტკიცებაში, რომელიც პრაქტიკულად, ხელს უწყობს მოცულობისა და ტევადობის გამოთვლაში. აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად. შესაძლებელია მისი მოდიფიცირება კლასებისა და სხვადსხვა თემების მიხედვით. რესურსის შესაქმნელად გამოვიყენე თ. ბექაურისა და ა. საგინაშვილის მე-6 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო. აგრეთვე, ინტერაქტიური მოდულებით სწავლისა და სწავლების მხარდამჭერი პლატფორმა LearningApps.org (Web. 2.0 მცირე), სადაც იქმნება მრავალჯერადი გამოყენების სასწავლო რესურსები და რომელთა რედაქტირება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.
აღნიშნული რესურსის გამოყენებამ გამიადვილა კლასის მართვა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართვა. გაიზარდა მოსწავლეთა ინტერესი მათემატიკის საგნისადმი. მოსწავლეებმა შეაფასეს რესურსის ღირსება/ნაკლოვანებები და მივიღე მათგან საინტერესო უკუკავშირები. მათ გამოთქვეს დიდი სურვილი: „ ასეთი ვიქტორინები ყველა თემის დამთავრების შემდეგ ჰქონდეთ, რათა შეფასდეს მათი ცოდნა და უნარები,“- შენიშვნა მისაღებია. რესურსის გამოყენების დროს არ შემხვედრია პრობლემები, თუ არ ჩავთვლით სკოლის საეთო პრობლემას- თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტთან დაკავშირებით.
რესურსის გამოყენებისთვის გთხოვთ მისდიოთ ინსტრუქციას. იგი ძალიან მარტივია. რესურსის თემაა „მოცულობის შინაარსი და თვისებები, მოცულობის საზომი ერთეულები და მათი ურთიერთკავშირი“. ვიქტორინა შედგება 10 საკითხისაგან. ყოველ საკითხს გააჩნია 3 პასუხი, აქედან ერთი სწორია. კითხვები დასმულია შემთხვევითი გენერირებული თანმიმდევრობით.
სწორ პასუხზე დაწკაპუნების შემდეგ, გამოდის ახალი კითხვა. კითხვარის სრულად და სწორად შევსების ბოლოს მოსწავლე იღებს წამახალისებელ, განმავითარებელ შეფასებას: „ ყოჩაღ ! თქვენ კარგად გცოდნიათ მათემატიკა !“
11.06.2019წ.
No comments:
Post a Comment