Saturday, June 22, 2019

ზოგი რამ ჩემ შესახებ


მოგესალმებით!

უღრმესი მადლობა, რომ ჩემი ბლოგის ნახვის 
სურვილი გაგიჩნდათ. ჩემი ბლოგი, იგივე მასწავლებლის პორტფოლიო ჩემ შემთხვევაში,  მუდმივი განახლების  რეჟიმშია, ამიტომ დროთა განმავლობაში უფრო სრულყოფილი და თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მომცველი გახდება.
ჩემო კოლეგებო, გულწრფელად გამიხარდება თქვენი შენიშვლები და კომენტარები.
პატივისცემით, 
ნათელა ოღრაპიშვილი 


CV- ზოგი რან ჩემ შესახებ



დავამთავრე ხაშმის საშუალო სკოლა 1967 წელს.
1967-72წწ. ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დღემდე ვმუშაობ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ მკვლევრის თანამდებობაზე.
1975-79წწ. ვსწავლობდი  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. პარალელურად სტაჟირებას გავდიოდი ყირიმის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში.
1988 წელს დავიცავი დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის  ხარისხის მოსაპოვებლად ქ. ლენინგრადში.
2006 წლიდან ვარ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა  დოქტორი.
1996-1998 წწ. ვმუშაობდი სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხაშმის საჯარო სკოლის დირექტორად  და მათემატიკა-ასტრონომიის მასწავლებლად, დღემდე ვაგრძელებ პედაგოგობას აღნიშნულ სკოლაში.
2015 წლიდან მონიჭებული მაქვს  წამყვანი პედაგოგის სტატუსი.
ვცდილობ, ვიყო აქტიური და ყველასთვის საჭირო და სასარგებლო ადამიანი.
მყავს ოჯახი: მეუღლე, ორი შვილი, ექვსი შვილიშვილი.



ჩემი სკოლა.